03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო ფრენებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზებს ასახელებს

ფრენებთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზად ეკონომიკის სამინისტრო მათი მხრიდან ქართული კომპანიების ინტერესების დაცვას ასახელებს. განმარტებები ამ თემაზე ცოტა ხნის წინ მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

„პირველ რიგში, ჩვენ პრინციპულად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ეროვნული გადამზიდავების ინტერესებს, ამიტომ ამ საკითხების მოლაპარაკება გაჭიანურდა,” - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.

შეგახსენებთ, საბოლოო შეთანხმების მიღწევა რამდენჯერმე გადაიდო და ამის მიზეზი ქართული კომპანიების პროტესტი გახდა. ისინი 18-18-ზე ფრენების სიხშირეს გაკოტრების საფრთხის გამო აპროტესტებენ. უფრო ნაკლები სიხშირით ფრენას კი რუსული კომპანიები არ თანხმდებიან.

 

 

დღის ამბები