03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ინსულინის დეფიციტზე განმარტებას აკეთებს

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინსულინის სახეობის მედიკამენტ ლანტუსზე დეფიციტი არსებობს ქვეყანაში, ჯანდაცვის სამინსიტრო არ ადასტურებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია და ნებისმიერ პაციენტს საჭიროებიდან გამომდინარე მიეწოდება აღნიშნული პრეპარატი.

„შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ლანტუსის მომხმარებელთა წრე გაფართოვდა და ეს არანაირად საგანგაშოა არ არის,” - ეს განცხადება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის უწყებაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზაზა სოფრომაძის განცხადებით, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც აფართოებს ლანტუსის მომხმარებელთა წრეს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, არის ის, რომ, სამთვიანი მარაგის ნაცვლად, პაციენტები ლანტუსის ერთთვიან მარაგს იღებენ.

„სანამ ახალი პარტია შემოვა და ეს მოხდება მომავალი კვირის დასაწყისიდან, მანამდე, უბრალოდ, სამთვიანი გასაცემი მარაგი ერთ თვემდე მცირდება,” - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები