03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ლარის კურსი ისევ ეცემა

ლარი ისევ უფასურდება. გუშინდელთან შედარებით, ლარი კიდევ 1 თეთრით არის გაუფასურებული.

ოფიციალური კურსის მონაცემები რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, რომელიც ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად დგინდება.

ამ მონაცემებით, დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.2347-ით განისაზღვრა. გუშინ ეს მაჩვენებელი 2.2275 იყო.

ეროვნული ბანკი ვალუტის ოფიციალურ კურსს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბანკთაშორისო ვაჭრობის შედეგად განსაზღვრავს.

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია.            

დღის ამბები