03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
ვარკეთილის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება მოქმედ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის გრძელდება

საკრებულოს თავმჯდომარისგან ვარკეთილის მაჟორიტარის ია მაკასარაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ლაშა ცანავამ მოითხოვა.

მუნიციპალიტეტის თანამშრომელი საკრებულოსგან დეპუტატის მხრიდან მის მიმართ მუქარის ზარების გამო რეაგირებას ელოდება.

პოლიტიკურთან ერთად, ცანავა საკრებულოს წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.

ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანხლებით მთავარ პროკურატურაშიც მივიდა და განცხადებასთან ერთად მისი და დეპუტატის სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიომასალებიც ჩააბარა.

დადგება თუ არა ვარკეთილის მაჟორიტარის პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, გავრცელებული ჩანაწერის გამო, საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში იმსჯელონ.

 

ავტორები: ანა წერეთელი, ნიკა ლეჟავა, გივი კაჭარავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები