03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
გაიხსნება თუ არა თბილისში ყველაზე ცნობილი საცურაო აუზი ლაგუნა-ვერე?

უკვე ერთ წელზე მეტია, საცურაო აუზი ლაგუნა-ვერე დაიხურა და რეორგანიზაციაა გამოცხადებული. თანამშრომლები ლაგუნა-ვერეს მფლობელი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა ტერიტორიაზე სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

რა ბედი ეწევა ლაგუნა-ვერეს, ამის შესახებ ინფორმაციო არ აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს.

ლევან ყიფიანმა დღეს ისიც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია სპორტკომპლექსის მფლობელის ვინაობა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ სპორტკომპლექსი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ქართუ ჯგუფში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. თბილისის მერიაც დუმს. საკრებულოში კი ამ საკითხზე ინფორმაცია არა აქვთ.

განაახლებს თუ არა ლაგუნა-ვერე მუშაობას, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. ცნობილი სპორტკომპლექსის კარი უკვე ერთი წელია დაიხურა.

 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ამირანო ვარდოსანიძე, ეკუნი ბუცხრიკიძე.

დღის ამბები