03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - დაღუპულია ერთი ადამიანი

 

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლეტის შეჯახების შედეგად, ადგილზე 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე მოტოციკლეტზე იჯდა. ის მძიმედ არ დაშავებულა. საავადმყოფოდან კი უკვე გაწერეს.

ინციდენტი რუსთავში კოსტავასა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

 

დღის ამბები