03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
„კათარზისის” შენობა არ გასხვისდება

პრემიერის გადაწყვეტილებით, შენობა, რომელშიც ამჟამად სათნოების სახლი “კათარზისია“ განთავსებული, არ გასხვისდება. ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხის გარკვევა ეკონომიკის მინისტრსა და დედაქალაქის მერს დაავალა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის არ არის გასასხვისებელი ობიექტების ნუსხაში და შესაბამისად, მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

შენობის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით პრემიერ-მინისტრს სათნოების სახლის დამფუძნებელმა მიმართა. ზაურ ალადაშვილის განმარტებით, მოთხოვნის საფუძველს შენობის გასხვისების საფრთხე წარმოადგენს.

დღის ამბები