03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"შუახევი ჰესის" მშენებლობისთვის 104 მილიონი დოლარი გამოიყოფა

"შუახევი ჰესის" მშენებლობისთვის 104 მილიონ დოლარს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გამოყოფს.

პროექტს კომპანია ”აჭარისწყალი ჯორჯია” განახორციელებს.

დაფინასების შესახებ შეთანხმება კი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტსა და გიორგი კვირკაშვილს შორის შედგა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს მომავლის პროექტების პერსპექტივა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტიპის ფინანსური სქემების შემუშავებისას საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი მსხვილი პროექტების მიმართ გამოხატეს.

IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის კარინ ფინკელსტონის თქმით, შარშან საქართველოში განხორციელდა რეკორდული რაოდენობის პროგრამები და თითქმის 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

 

დღის ამბები