03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის ცენტრში - დევნილები აქციას მართავენ

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში. აქციას დევნილები მართავენ, რომლებმაც დევნილთა სამმართველოდან ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისთან გადაინაცვლეს და დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ დაპირებული ბინების გარეშე მათ დატოვებას. როგორც დევნილები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ მათ დაურეკეს სამმართველოდან და მისვლა სთხოვეს, რომ მიეღოთ ბინები. ადგილზე მისულ მოსახლეობას კი განუცხადეს, რომ ისინი სიაში არ იყვნენ და ბინები არ გადაეცემოდათ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, დევნილთა სამმართველომ ბინები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც შესაბამის სიაში არ იყვნენ და რომლებსაც, დევნილების მტკიცებით, ხელისუფლება აქციებზე ცოცხებითა და ტრანსპარანტებით ხელში იყენებს.

აქცია დევნილთა სამინისტროსთან თითქმის 2 საათს გაგრძელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები