03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
„ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება არ იყო აუცილებელი,” - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის აზრით, ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება არ იყო აუცილებელი.

უჩა ნანუაშვილის აზრით, ამ ფაქტმა გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარეს, შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებზე. 

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები რჩება.

ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს კითხვები რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

უჩა ნანუაშვილის უწყებაში მომზადებულ დოკუმენტში ეროსი კიწმარიშვილის საქმეზეც არის საუბარი.

დღის ამბები