03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
საყდრისის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში ურთიერთბრალდებები გრძელდება

საყდრისის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები პარლამენტში მოითხოვენ, რომ ამ კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტები შევიდნენ და მათ გამოიძიონ არსებული ვითარება. თუმცა საყდრისის შემსწავლელი კომისიის შექმნას მმართველი გუნდი ისევ ეწინააღმდეგება.

„ფუნდამენტალისტებმა რაც ჩაიდინეს, მსგავსი დანაშაული გაქვთ ჩადენილი მსოფლიო კულტურის წინაშე. არის ორი შესაძლებლობა, ან ჩვენც ვიყოთ დამნაშავეები და თანამონაწილეები ამისა, ან დაისაჯონ ის ადამიანები და შეიქმნას კომისია, რომელიც საყდრისის საქმეში არიან ჩართული,” - განაცხადა სერგო რატიანმა.

საპასუხო ბრალდებით გამოვიდა მმართველი გუნდი.

„კარგად გაქვთ შესწავლილი ტექნოლოგია, როგორ მოახდინოთ გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ კითხვა დაუსვით თქვენს მამამთავარ სააკაშვილს, რატომ მოუხსნა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. დამნაშავე ამის გამო სწორედ რომ სააკაშვილია, რომელიც ძებნილია და ესეც დაემატება,” - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა პარლამენტის სხდომაზე. ინიციატივის კიდევ ერთხელ დაყენებისკენ ოპოზიციას გერმანიის ქალაქ ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის თომას შტოლნერის წერილმა უბიძგა, რომელიც დეპუტატმა სერგო რატიანმა გაასაჯაროვა. 

დღის ამბები