03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი შენიშნეს.

მეთევზეებმა ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური.

პირველადი მონაცემებით, ახალგაზრდა დიდი ხნის გარდაცვლილია. სავარაუდოდ, ის გასული წლის 28 დეკემბერს ავჭალაში გაუჩინარებული მამაკაცია.

ჯერჯერობით ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის. გვამი ექსპერტიზაზე გადააქვთ.

დღის ამბები