03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ხვალ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ლურჯად განათდება - აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება

ზვიად ბოლქვაძე, ევგენი მიქელაძის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, პატრიარქის ნაწარმოებების ახალ საორკესტრო ვერსიებზე მუშაობს.

"სანქტუსის" და "ტედეუმის" გარდა, 2 აპრილს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ცნობილი კლასიკური და საესტრადო ნაწარმოებები შესრულდება.

ნატალია ქუთათელაძე, ნანი ბრეგვაძე, ლიზა ბაგრატიონი და ცნობილი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები არიან. ქართველი ვარსკვლავები ამჯერად აუტიზმის საერთაშორისო დღის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

ბეთჰოვენის კონცერტის შესასრულებლად ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი საქართველოში სპეციალურად ჩამოფრინდა. 2014 წელს ჩატარებული სინფორმაციო აქციის და საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი იდეის ავტორი ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბური კონცერტის თანაავტორია.

ლურჯი განათებით საქართველო იმ ქვეყნების რიგებში ჩადგება, რომლებიც 2 აპრილს ყოველწლიურად ანალოგიურად აღნიშნავენ.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი ადამიანები ქართველი აუტისტი ბავშვების მხარდასაჭერი კამპანიის უშუალო მონაწილეები გახდებიან. კონცერტიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება აუტიზმის ცენტრის განვითარებას.

აუტიზმის ცენტრში ამ დროისთვის 50-მდე ბავშვი სარეაბილიტაციო კურსს გადის. თუმცა, არასრული სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დიაგნოზით ქვეყანაში 7000-მდე მოზარდი ცხოვრობს.

2 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აუტიზმთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ქველმოქმედების შანსი ნებისმიერ მსურველს ეძლევა.

 

ავტორები: სალომე ბენაშვილი, ზურა მანაგაძე.

დღის ამბები