03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
რა კავშირშია "პანორამა-თბილისი" ორ წელიწადში შეცვლილ გადაწყვეტილებასთან?

თბილისის ისტორიულ ნაწილში დაგეგმილი მასშტაბური პროექტი კიდევ ერთხელ გახდა ხმაურიანი განცხადების მიზეზი. საზოგადოების ნაწილი სწორედ "პანორამა-თბილისს" და მასთან დაკავშირებულ ინტერსებს უკავშირებს ცვლილებას, რომელიც 2 დღეა ძალაში შევიდა. 

თბილისის ყოფილი მერის ყოფილი მოადგილე იხსენებს, რომ ეს უფლებამოსილება დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ადრეც ჰქონდა, თუმცა ორი წლის წინ, ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს უფლება კულტურის სამინისტროს გადაეცა.

მიზეზად მაშინ ის დასახელდა, რომ უწყება ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას უკეთ შეძლებდა. დღეს ირკვევა, რომ ამ ცვლილებამ თბილისში იმაზე მეტი პრობლემები გააჩინა, ვიდრე ადრე იყო.

იმას, რომ მართვის უფლების კულტურის სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ მომსახურება თუ გარკვეული ნებართვების გაცემა მოსახლეობისთვის შეფერხებით ხდებოდა, ადასტურებენ კულტურის სამინისტროშიც და მერიაშიც.

უწყებებში დღეს აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების პროცედურების გამარტივების მიზნით შეცვალეს.

კომფორტული მომსახურების გარდა, არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ პროცედურების გამარტივებაზე.

ისინი არ გამორიცხვენ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან კონკრეტული ბიზნესინტერესები იდგეს.

ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონია მიიჩნევს, რომ მერია სწორედ ამ ბიზნესინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

კონკრეტულ ბიზნესინტერესებზე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეც ლაპარაკობს. მარინე მიზანდარი მემკვიდრეობის მართვის უფლების გადაცემის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ის დღეს ფიქეობს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და პროექტის გამო მიიღეს.

მსგავს საფრთხეს ვერ ხედავენ საკრებულოში, თუმცა ამბობენ, რომ ცვლილებები მხოლოდ ამ უფლების დაბრუნებით არ უნდა შემოიფარგლოს. უმრავლესობაში შესაბამისი საბჭოს შექმნას აუცილებლად მიიჩნევენ.

მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის მართვის თემაზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კომისიის შემადგენლობაზეც კი ვერაფერს ამბობენ.

 

ავტორები: ეკა გაგუა, ზურა მანაგაძე, ლევან კალანდია.

 

დღის ამბები