03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ქობულეთში. ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

ტრაგედია ვერულიძის ქუჩაზე დატრიალდა. გარდაცვლილები მეზობლებმა საკუთარ სახლში იპოვეს.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში” განმარტავენ, ოჯახს გამათბობელი კუსტარულად ჰქონდა დამონტაჟებული, რამაც  შესაძლოა გაჟონვა გამოიწვია.

კომპანიაში ამბობენ, რომ მოხუცები აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ და ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა გამათბობელი მათ თვითნებურად შეაერთეს.

ფაქტის ძიება უკვე დაიწყეს სამართალდამცველებმა. სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით დაიწო, რაც გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები