03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
42 ქართველი სამხედროს ცხედარი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს

2008 წლის ომში დაღუპული მეომრების ცხედრების ფრაგმენტები მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს. ექსპერტიზა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

42 მებრძოლის ნეშტის ნაწილები მიწას მიაბარეს. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე.

დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

მუხათგვერდში იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

დღის ამბები