03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებულია - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებულია.

როგორც "კუერიერისთვის" არის ცნობილი, შენობასთან იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი გამოსახლების პროცესის შეჩერებას და მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

იუსტიციის სახლთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

რამდენიმე წუთის წინ კი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

 

 

 

დღის ამბები