03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ჩხუბი და კვერცხების სროლა - იუსტიციის სახლთან სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან

თბილისის იუსტიციის სახლის შენობა კვლავ პიკეტირებულია. აქციის მონაწილეები შენობას კვერცხებს და ქვებს ესროდნენ.

იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების ქმედებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუშალეს ხელი, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

საბოლოო ჯამში, აქციის დროს დაშავდა ორი ადამიანი, რის გამოც იუსტიციის სახლთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. 

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც აქციის 2 მონაწილე დააკავეს. 

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. იპოთეკით დაზარალებულ პირთა და ე.წ. ატსტუპნიკების საპროტესტო აქციის გამო თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები