03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის წევრები ზუგდიდში დევნილებს ხვდებიან

ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ზუგდიდში დევნილებს ხვდებიან. შეხვედრა პარტიის ოფისში მიმდინარეობს. 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დევნილებისგან ინფორმაციას ისმენენ, თუ როგორ მიმდინარეობს ზუგდიდში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართობის გადანაწილება და დაკანონება. 

როგორც დევნილები შეხვედრაზე აცხადებენ, ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართობი იმ დევნილებს გადასცა, რომლებიც მათი ამომრჩევლები არიან.

"ბინები იმ ადამიანებს გადაცეს, რომლებიც ტრანსპარანტებით მათ მხარდასაჭერად დადიან. მათ ნაწილს ორსართულიანი სახლები აქვს," - აცხადებენ დევნილები. 

შეხვედრას დევნილებთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები - ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი ესწრებიან. 

 

 

 

დღის ამბები