03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
"ბათუმის კორპუსის" თანამშრომლები 21 მარტის აქციაში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს?

ბათუმის მერს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

"ბათუმის კორპუსის" ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი სამსახურიდან 21 მარტის აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. ერთი დღით ადრე ისინი მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ გააფრთხილეს.

მათი თქმით, გიორგი ერმაკოვის პირადი გადაწყვეტილებით, თანამშრომლებს ოპიზიციურ პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა აეკრძალათ. აქციაში მონაწილე 3 თანამშრომელი 1 აპრილს გაათავისუფლეს. მიზეზად საშტატო ერთეულის შემცირება დასახელდა.

 

დღის ამბები