03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისში „მწვანე სახლი” გაიხსნა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი” გაიხსნა.

„მწვანე სახლი” სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებს მკურნალობასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ეხმარება.

ობიექტის სარემონტო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო დაფინანსებით ჩაატარა. სარეაბილიტაციო ცენტრი, გარდა აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვებისა, ფსიქოლოგიურ დახმარებას ადაპტაციის პრობლემების მქონე ბავშვებსაც უწევს.

დღის ამბები