03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ხელყუმბარა მანქანაში - ლაგოდეხის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელს მოკვლით ემუქრებიან

ხელყუმბარა და მუქარის წერილი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მანქანაში. ფაქტს სააგენტოს თანამშრომლები ადასტურებენ. ერთ-ერთი რეინჯერის განმარტებით, გიორგი სულამანიძის ავტომანქანის საბარგულში ყუმბარა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იყო, წერილში კი მას მოკვლით ემუქრებუდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ეს სულამანიძის დაშინების პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მას ავტომანქანა დაუზიანეს. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. 

 

ავტორი - ბექა მჭედლიშვილი 

 

 

დღის ამბები