03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
კონტრაქცია პარლამენტთან - RMG GOLD-ის წარმომადგენლები სამუშაოების განახლებას ითხოვენ

ქუთაისში პარლამენტთან კვლავ ხმაურია. ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დილით გამართული აქციის კონტრაქცია მიმდინარეობს. 

აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან კომპანია RMG GOLD-ის წარმომადგენლები მართავენ. ისინი დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მათ საკუთარი მოთხოვნები გააცნონ. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა განახლდეს სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე.

"ეს პროცესი თუ არ განახლდა დროულად, ათობით ოჯახი მშიერი დარჩება, გვინდა შეხვედრა დაპუტატებთან," - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი კი ტელეკომპანია "რუსთავი 2- ის" მიმართ აგრესიულად არის განწყობილები და "კურიერის" ჟურნალისტის კითხვებს პასუხს არ სცემენ.

"არ არის შენი საქმე, ნუ მეკითხები," - აცხადებენ აქციის მონაწილეები "კურიერის" ჟუნრალისტთან საუბრისას. 

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დრომდე მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა გამართეს. მათ საყდრისის საბადოზე აფეთქებითი სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს და ხელისუფლება კულტურულ-ისტორიული ძეგლის განადგურებაში დაადანაშაულეს. 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები