03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
საქველმოქმედო კონცერტამდე რამდენიმე საათი რჩება - საქართველოში აუტიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე საქართველოში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნება.

კონცერტის ორგანიზატორის თათია მელაშვილის თქმით, მაყურებელს გრანდიოზული შოუ ელოდება. მისივე თქმით, საკონცერტო დარბაზის ფოიეში სტენდებზე გამოფენილია ნახატები, რომლებიც შესრულებულია აუტიზმის ცენტრის ბავშვების მერ.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ კონცერტს ესწრებიან საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები,” - განაცხადა თათია მელაშვილმა.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის და ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის თქმით, კონცერტზე ,ქართულ სიმღერებთან ერთად, მაყურებელი მოისმენს კლასიკურ მუსიკას - ბეთჰოვენის, მოცარტის ნაწარმოებებს.

„რაც ყველაზე ამაღელვებელია, ფინალურ ნაწილში ჩვენ კიდევ ერთხელ ვეზიარებით ჩვენი უწმინდესის მუსიკას,” - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

მუსიკალური პროდიუსერის მარინა ბერიძის თქმით, კონცერტის მონაწილე ყველა ადამიანი ღონისძიებაში უანგაროდ არის ჩართული.

კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ცენტრის განვითარებას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები