03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქართველი მეომრების იდენტიფიცირება დასრულებულია - გმირები სამხედრო წესით დაკრძალეს

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს.

ქართველი გმირების საფლავებზე მუხათგვერდში მათი მშობლები უკვე 7 წელია დადიან, თუმცა ცხედრების საბოლოო იდენტიფიცირების პროცესი მხოლოდ რამედნიმე თვის წინ დასრულდა. მეომრების ნაწილის ვინაობა წლების განმავლობაში უცნობი იყო.

ქართველ მეომრებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა მიაგო პატივი.

42 გმირს შორის ერთ-ერთი რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერჟანტი გიორგი ანწუხელიძეა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სერჟანტი ოკუპანტებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა. წამების, დაკითხვისა და არაერთი შურაცხყოფის მიუხედავად, სერჟანტმა სამხედრო საიდუმლოება არ გასცა და არც მტრის მოთხოვნას დაემორჩილა. მაშინ ანწუხელიძის წამების კადრები ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა. გიორგი ანწუხელიძეს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, სამშობლოსთვის თავდადებულის მედალი და ეროვნული გმირის წოდება ყოფილმა პრეზიდენტმა მიანიჭა.

ავტორები:ირინა კეჭაყმაძე, დავით მაისურაძე, ნიკა ვაწაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები