03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
სასმელი წყლით მოწამლული მოსახლეობა-რა ხდება სოფელ წინარეხში?

კასპის რაიონის სოფელ წინარეხში წყალი უწყვეტ რეჟიმში მოდის, თუმცა დაბინძურებული.

სოფელს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში გასული წლის მარტიდან მიეწოდება. ამისთვის კასპის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ჩაატარა და დაახლოებით 220 ათასი ლარი გამოიყო.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სისტემა არასწორად არის დაპროეტებული, რის გამოც სასმელი წყალი ბინძურდება.

სოფლის სკოლაში კი აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პედაგოგი სწორედ სასმელი წყლით მოიწამლა და ის მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

კასპის რაიონის გამგეობის ინიციატივით სპეცილისტებმა სოფელში წყლის სინჯები აიღეს, თუმცა პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. მიზეზების გარკვევამდე, გამგებელი ამბობს,რომ პროცესს კონკრეტული ადამინები მართავენ და წყალსაც ისინი აბინძურებენ.

სასმელი წყლის პრობლემის გარდა სოფელს მისასვლელი გზაც არ აქვს, არ არის სამედიცინო პუნქტი და ბუნებრივი აირი. ადგილობრივები პერმანენტულად საპროტესტო აქციებს მართავენ და დახმარებას მთავრობას სთხოვენ.

ავტორები: სალომე ბოკუჩავა, ალეკო ჩივაძე, თამო შალოშვილი.

 

დღის ამბები