03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
„არ-ემ-ჯი გოლდის” თანამშრომლებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს

„არ-ემ-ჯი გოლდის” თანამშრომლები ქუთაისში საგანგებოდ ჩავიდნენ და დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალი დემოკრატებისგან პოზიციის შეცვლა მოითხოვეს.

„არ-ემ-ჯი გოლდის” წარმომადგენლების აცხადებენ, რომ საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას.

"არ-ემ-ჯი ჯგუფის” თანამშრომლების ქუთაისში ჩასვლა იმ აქციის საპასუხო იყო, რომელიც პარლამენტთან დილით გაიმართა.

”ხელები შორს საყდრისისგან” - ამ ლოზუნგით ადგილობრივმა არასამთავრობოებმა ხელისუფლებისგან საბადოს დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა კულტურის მინისტრს თანამდებობიდან გადადგომაც ურჩიეს. პარლამენტის წინ შეკრებილებსა და მათ მოთხოვნებს საპარლამენტო უმცირესობაც შეუერთდა.

არასამთავრობოებმა აქციაზე საპარლამენტო უმრავლესობასაც მიმართეს. აქციის მონაწილეებმა მმართველ გუნდს საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერა მოთხოვეს, თუმცა უმრავლესობის ნაწილი კომისიის შექმნას არ ეთანხმება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მტკიცებით, სასამართლოს 2014 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, სამუშაოების წარმოების უფლება კომპანიას არ ჰქონდა. კახა კოჟორიძე დანაშაულის ნიშნებს ამ ნაწილში ხედავს და საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ეკო მაღრაძე, მარიამ შანშიაშვილი, გოგიტა მაღლაკელიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები