03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
ღარიბაშვილის შეწყვეტილი გამოსვლა - "რუთავი 2-ის" და "მაესტროს" გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია სწავლობს

"კურიერში" 15:00 საათზე მთავრობის სხდომიდან პირდაპირი ჩართვის გაწყვეტას და წამყვანის მიერ რეკლამის გამოცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საგანგებო განცხადება გუშინვე მოჰყვა.

კომისიამ ეჭვი გამოთქვა, რომ სამაუწყებლო კომაპანა "რუსთავი 2-მა"  მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-11 პუნქტი დაარღვია და საკითხის შესწავლა დაიწყო.

ეს პუნქტი სახელმწიფო ღონისძიების ან თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლის ჭრას კრძალავს. თუმცა უცნობია, რაზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს კომისიამ, მოხდა თუ არა დარღვევა, რადგან ოფიცალური გამოსვლის ზუსტი დეფინიცია არც ერთ კანონში არ არსებობს.

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მარეგულირებელს ამ ეტაპზე არ აქვს. მაკონტროლებელი ორგანო ძირითად აქცენტს წამყვანის განცხადებაზე აკეთებს. 

მარეგულირებელი კომისიის პრეტენზიები გაუგებარია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ოფისში დღეს მაუწყებლის შესახებ კანონს დეტალურად განიხილავდნენ. 

"რუსთავი 2-ის" პარალელურად, მთავრობის სხდომის და პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს პირდაპირი ეთერი გათიშა ტელეკომპანია ”მაესტრომაც.” მარეგულირებელი კომისიის განმარტებები და პრეტენზიები მათთვისაც გაუგებარია. 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი საზოგადოებისთვის იმის ახსნას ცდილობს, რატომ გახდა აუცილებელი ტელევიზიებისთვის სარეკლამო ჭრის კონკრეტულად საათის იმ მოცემულ მონაკვეთში გაშვება, რომელსაც მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაემთხვა. სატელევიზიო ბადე, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებული ახალი რეგულაციების შემდეგ ტელევიზიებისთვის საკმაოდ გართულდა, ერთი დღით ადრე იგეგმება. გადაცემების ქრონომეტრაჟები თუ სარეკლამო რგოლების გასვლის დრო კანონის დარღვევევის თავიდან ასაცილებლად სამაუწყებლო ე.წ. მცოცავი საათებით მკაცრად რეგულირდება.

სამაუწყებლო კომპანია მარეგულირებელს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გთვალისწინებული მცოცავი საათი ასტრონომიული, ანუ ფიქსირებული საათით შეიცვლება, ყველა მაუწყებელი საკუთარი სატელევიზიო ბადის შექმნას შედარებით უფრო თავისუფლად შეძლებს.

 

ავტორი - ეკა გაგუა 

ამავე თემაზე
დღის ამბები