03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ხანძრით განადგურებული სახლის მეპატრონეს ამ დრომდე ვერ პოულობენ

საბურთალოს ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგები ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახლი მთლიანად დაიწვა.

როგორც ადგილობრივები "კურიერის" ჟურნალისტთან ყვებიან, სახლი 65 წლამდე მარტოხელა მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც მაშველებმა ამ დრომდე ვერ იპოვეს და უცნობია, გადაურჩა თუ არა ის უბედურ შემთხვევას.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ჯერჯერობით მოძველებულ ელექტროგაყვანილობას ასახელებენ.  

შეგახსენეთ, რომ საბურთალოს 43 ნომერში ძლიერი ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი 250 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო მოდებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები