03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ხანძარი საბურთალოზე ლიკვიდირებულია - რა მდგომარეობაშია სახლის მეპატრონე?

საბურთალოს 43 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

სახლის მეპატრონე, 65 წლის მარტოხელა მამაკაცი ხანძრის გაჩენისთანავე შენობიდან გამოვიდა და სიკვდილს გადაურჩა. 

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურებულია.

ადგილზე 9 ავტოცისტერნა მუშაობდა. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ცეცხლის ჩაქრობა მისი გაჩენიდან 15 წუთში მოხერხდა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები