03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
პაციენტის მეგობრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეურაცხყოფისა და მძღოლის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

შემთხვევა ქავთარაძის ქუჩაზე, ყოფილი "ლეჩკომბინატის" ეზოში მოხდა. ექიმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა პაციენტის მეგობრებმა მიაყენეს, მძღოლს კი ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის მანქანიდან პაციენტის გადმოყვანას ცდილობდა. ისინი, სავარაუდოდ, ნასვამები იმყოფებოდნენ.

მძღოლი მსუბუქად დაშავდა. პაციენტმა კი, გამოკვლევის ჩატარების გარეშე, თავად დატოვა კლინიკა.

დაკავებულია ერთი პირი. ცემის ფაქტზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები