03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დააკავეს

დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით, საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დააკავეს. დაკავებულია ეკიპაჟის კიდევ 6 წევრი.

მათ ქალაქ კალამატას ციხეში უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ. როგორც მათ ”დილის კურიერთან” საუბრისას განაცხადეს, დალუქული კონტეინერები მონტენეგროდან წამოიღეს, რომელიც ლიბიაში უნდა გადაეტანათ. კონტრაბანდული ტვირთის შესახებ კი მათთვის უცნობი იყო.

მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. ამ ფაქტის შესახებ ბერძნული მედიაც წერს. მათი ცნობით სენტ-ვინსენტი და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემით მეზღვაურებს 11 ათასამდე ყუთი თამბაქო გადაჰქონდათ.

დღის ამბები