03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ძლიერი ქარი თბილისში - დანგრეული სახლები [ფოტო]

ძლიერმა ქარმა თბილისში ნგრევა გამოიწვია. შემთხვევა თბილისში, გია სვანიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალაშენებული სახლის აივნის ნგრევამ ახლოს მდებარე ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 

აივნის ნგრევის გამო, ერთი სახლი სრულად, მეორის კი ნაწილია განადგურებული. 

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ახალი აშენებული იყო და აივანზე ბეტონი ახალი ჩასხმული იყო, რასაც ნგრევა მოჰყვა.

სალხს კომპანია "ფენიქსი" აშენებს, შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები. მათ დაზარალებულ ოჯახებს დახმარება და ზიანის სრული ანაზღაურება აღუთქვეს. 

 

 

დღის ამბები