03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
მდინარე ალაზანში 50 წლის მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში 50 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ცხედრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს დილით დასრულდა.

გარდაცვლილი ახმეტის რაიონის სოფელ მატანის მკვიდრი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის ტყიდან ბრუნდებოდა. მას ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

ცხედარი გურჯაანის რაიონულ პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა მიმდინარეობს.

დღის ამბები