03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
„ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურამ ხელოვნურად დაყო უგულავას საქმე ეპიზოდებად,” - ანა ნაცვლიშვილი

გიგი უგულავას საპატიმროში ყოფნის ვადის გაგრძელებაზე კომენტარს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი კანონმდებლობის ხარვეზებზე და პროკურატურის შესაძლო ინტერესებზე ლაპარაკობენ.

„ფაქტები და მტკიცებულებები, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, რაც ქმნის იმის ეჭვს, რომ პროკურატურამ ხელოვნურად დაყო საქმე ეპიზოდებად, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, მისთვის ხელსაყრელ დროს ამ საქმეზე წარედგინა ბრალი,” - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროექტის მენეჯერი გიორგი გვილავა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოძიების არასრულყოფილად მიმდინარეობა, ან ბრალის არასრულყოფილად წარდგენა სამართალდამცველი ორგანოების პრობლემაა და ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებათა ხარჯზე.

გიგი უგულავას ადვოკატებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალური შუამდგომლობა შეიტანეს. იურისტები დედაქალაქის ყოფილი მერის გათავისუფლებას მოითხოვენ.  

დღის ამბები