03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"სკოლამდელ დაწესებულებებში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებია," - უჩა ნანუაშვილის ანგარიში

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა სახალხო დამცველმა.

ანგარიშის მიხედვით, მთავარ პრობლემებს შორის დასახელებულია სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, განათლების ხელმისაწვდომობა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სკოლებში ხდება ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, მეტი ძალისხმევა მიმართოს პედაგოგების გადამზადებისკენ.

დღის ამბები