03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა თვეებია საცხოვრებელი კორპუსის მოწესრიგებას ითხოვს

დაბა ჩაქვში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შვიდი თვეა საცხოვრებელი კორპუსის მოწესრიგებას ითხოვს.

კორპუსში დამსკდარია საკანალიზაციო მილები და ფეკალური მასა სარდაფში ჩაედინება.

დევნილების განცხადებით, მდგომარეობა გაუსაძლისია. პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს დევნილთა და განსახლებია მინისტრს, თუმცა რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

ადგილობრივების თქმით, თუ პრობლემა დროზე არ მოგვარდება, ტემპერატურის მატება ანტისანიტარიულ მდგომარეობას სახიფათოს გახდის.

დღის ამბები