03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მარნეულში პრემიერ-მინისტრს ბოლნისიდან ჩასული კომპანია RMG-ის თანამშრომლები შეხვდნენ

მარნეულში ოფიციალური ღონისძიებიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრს ბოლნისიდან ჩასული კომპანია RMG-ის თანამშრომლები შეხვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირობა მისცა, რომ სამსახურის გარეშე არ დარჩებიან. პრემიერის თქმით, დაუშვებელია 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამუშაოს გარეშე.

ღარიბაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავისი სატელიტური ორგანიზაციების და ფსევდოკულტურის დამცველების მეშვეობით ამ ადამიანებს ებრძვიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები