03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხელისუფლების საქმიანობა გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ფოთში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი რამდენჯერმე გადაიდო. ასევე საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ადამიანები.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქციაა.

ფოთის მერიის წარმომადგენლებისთვის ეს ბრალდებები გაუგებარია.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად შუბითიძის განცხადებით, შემცირებები იყო, რომელიც თვითმმართველობის კანონით არის გათვალისწინებული და მისივე თქმით, ეს გაკეთდა კანონის სრული დაცვით. 

 

 

დღის ამბები