03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
6 შვილის დედა სკოლის დირექტორს შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს

6 შვილის დედა სკოლის დირექტორს შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მარტოხელა ქალის თქმით, 217-ე სკოლის დირექტორი ბავშვების ჩამორთმევით მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოსწავლეები სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ.

სწორედ ამის გამო სკოლის დირექტორი მას სოციალურ სააგენტოში ჩივილით დაემუქრა.

ლალა ცინდელიანი ამტკიცებს, რომ დირექტორმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და ჰიგიენური ნორმების დაუცველობა დააბრალა.

6 შვილის დედა ამბობს, რომ ექიმმა ბავშვების სახლის პირობებში მკურნალობა ურჩია.

ოჯახი დევნილია და ისინი ყოფილი პოლიციის შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

217-ე სკოლის დირექტორი მუქარის ფაქტს უარყოფს. რუსუდან ქელდიშვილი ამბობს, რომ ოჯახს ბავშვების მკურნალობა და სკოლაში დაბრუნება რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა დედისგან უარი მიიღო.

სკოლის დირექტორის საქციელს ეთიკის კოდექსის დარღვევად აფასებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ საკითხის მოგვარებას სკოლის პრივილეგიად მიიჩნევენ, თუმცა პრობლემის შესწავლას გეგმავენ.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, ტატო გურგენიძე, ქეთევან ჯაფარიძე. 

დღის ამბები