03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ნაციონალური ბალეტის ქართული ტურნე - სუხიშვილები რეგიონებში სამოგზაუროდ ემზადებიან

ნაციონალური ბალეტი ანსამბლის 70 წლის იუბილეს საქართველოში მოგზაურობით აღნიშნავს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სუხიშვილები ქართული ტურნესთვის ემზადებიან.

სუხიშვილები ყველა იმ საუკეთესო ქორეოგრაფიულ ნომერს შეასრულებენ, რომელიც ანსამბლის არსებობის განმავლობაში შექმნილა.

ტურნეს ფარგლებში სუხიშვილები საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავენ, სადაც ჯერ არასდროს უცეკვიათ.

მოგზაურობა საქართველოში სუხიშვილებთან ერთდ ხვალ გორით იწყება.

კახეთის, ქართლის, გურიის სამეგრელოს აჭარის და მაღალმთიანი რეგიონების შემოვლის შემდეგ ნაციონალური ბალეტი მომდევნო ქართულ ტურნეს ერთით მეტი საკონცერტო ლოკაციით გეგმავს.

 

ავტორები: სალომე ბენაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები