03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ლაილაშის ბიბლია ხელნაწერთა ცენტრში დარჩება

ლაილაშის ბიბლია ხელნაწერთა ცენტრში დარჩება, - ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კანცელარიის ინფორმაციით,  "ლაილაშის ბიბლიის" გადატანა არ იგეგმება, ხელისუფლების მიზანი კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობის დაცვა და პოპულარიზაცია და არა მისი ხელყოფაა.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გაფართოებაზე ზრუნვა– მოწესრიგდა არქივი, ამოქმედდა წლების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული კლიმატ-კონტროლის სისტემა, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, 2015 წლიდან კი ხელნაწერთა ცენტრის ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომლის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია," - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები