ყალბი ნოკია თბილისში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვაგზლის მოედანის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე სასაქონლო ნიშანი NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით შეცვალა, რის შემდეგაც ეს ტელეფონები მთლიანობაში 6600 ლარად გაყიდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლისა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.