03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
პანკისელები სირიაში არასრულწლოვანების წაყვანის ფაქტებზე ჰყვებიან

პანკისის ხეობაში, შესაძლოა, გარკვეული ჯგუფები სირიაში საომრად არასრულწლოვნებს ამზადებდნენ.

ამის შესახებ განცხადებას სოფელ დუმისტარიდან, წინასწარი ინფორმაციით, სირიაში გადასული მე-10-ე და მე-11-ე კლასელი მოსწავლეების ოჯახები აკეთებენ.

მათი განმარტებით, მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი საქართველოდან თურქეთში უკვე გადავიდნენ.

მათივე მტკიცებით, ისინი ასაკის გამო საზღვარს დამოუკიდებლად ვერ გადაკვეთდნენ და ამაში მათ ძალოვანები დაეხმარნენ. 

დღის ამბები