16 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, პარტნიორთა კრების მოწვევას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, პარტნიორთა კრების მოწვევას ითხოვს. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა განმარტა მიზეზებიც, თუ რატომ შეიტანა ნიჟარაძემ სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. მათ აღნიშნეს, რომ მათ ევროსასამართლოსთვის არ მიუმართავთ. 9 პროცენტის წილის მფლობელი ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითხოვს და ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს ბიუჯეტში გადასახდელი თანხები აქვს, თუმცა მას მიზანმიმართულად არ იხდის.

„ერთადერთი ვარაუდი, რაც გამომდინარეობს აქედან, გახლავთ ის, რომ ხომ არ არის ეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა. სხვა რამით ამის ახსნა შეუძლებელია. გაკოტრების პროცესი, როგორც ამ წუთში იურიდიულად არ მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარეობს პროცესები, რომელი პროცესების შემდეგაც, ზოგადად გაკოტრება სამართლებრივად არის გარდაუვალი. პირველი ნიშანი არის ვალაუვალობა სწორედ საწარმოსი. გადასახადების გადაუხდელობა, მათ შორის რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ ეს საწარმოში ხორციელდება მაშინ იმ ფონზე, როდესაც გარკვეული შემოსავლები ასე ვთქვათ არ მიემართება "რუსთავი 2"-ში, "რუსთავი 2"-სთვის იკარგება და მიემართება საშუამავლო კომპანიისთვის. ჩვენ პირველ რიგში სანამ სასამართლოს მივმართავდით, მივმართეთ ტელეკომპანიას და ვუთხარით ეს ფინანსური დოკუმენტაცია გადმოეცა. ფინანსური დოკუმენტაცია ვერ მივიღეთ. ვერც პასუხი ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემის თაობაზე. პარტნიორთა კრების მოწვევისთვის აუცილებელია პარტნიორის ინფორმირებულობა პარტნიორთა კრებაზე გასამართ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ინფორმირებულობის გარეშე კონკრეტიკაზე საუბარი პარტნიორთა  კრებაზე ძალიან რთულია. ნინო ნიჟარაძე 9 % -იანი წილის გაყიდვა ისევ უნდა. იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს  შემდეგ, ისეთი გარემოებები დადგინდება, რომ პარტნიორებს მიეცემათ საშუალება დარჩნენ იმავე ფორმატში კომპანიის ხელმძღვანელობაში და მფლობელობაში როგორც არიან. ასეთ შემთხვევაში ამას განახორციელებს. დღეს სამწუხაროდ ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს რომ რომელიმე მეწილემ  თავისი წილის გაყიდვა მოახდინოს. მხარის მიერ ზიანის მოთხოვნის და ზიანის ანაზღაურება კავშირში არ არის იმ აკრძალვებთან, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა და რასაც ახმოვანებს ქალბატონი თეა წულუკიანი,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა. 

დღის ამბები