03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
ავარია ქავთარაძეზე - სამარშრუტო ტაქსის და რამდენიმე მსუბუქი მანქანის შეჯახება

ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ავტოავარიის გამო მოძრაობა გაჩერებული იყო.

რამდენიმე მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო ექიმების განმარტებით, დანარჩენმა დაშავებულებმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვეს.

ნომერ 149 სამარშუტო ტაქსის გარდა, ავტოავარიის შედეგად კიდევ 3 ავტომობილი დაზიანდა.

საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლი დააკავეს.

გამოძიება 276-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები