03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
მანქანა, რომელსაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი.

ასევე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ.

დღის ამბები