ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმმა და უკრაინის ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა "Sputnik"-ma გაავრცელა.
ე.წ. შეთანხმებას საოკუპაციო რეჟიმების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი ლუგანსკში მოაწერეს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს.
ლუგანსკში ჩატარებულ ღონისძიებებს რუსეთის დუმის დეპუტატებიც ესწრებოდნენ. იქ იმყოფებოდა ასევე ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.