03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაზზე გადაიყვანეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაზზე გადაიყვანეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ამბობენ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ხარჯის შემცირების მიზნით მიიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მგზავრობის საფასურის გაზრდა მოუწევდათ.

საწვავის გაძვირების გარდა მძღოლები კომპანიის მიერ გაზრდილ გადასახადსაც ასახელებენ. ამავდროულად ამბობენ, რომ მიკროავტობუსში დამონტაჟებული გაზის ბალონით გადაადგილებისას მგზავრების უსაფრთხოებას საფრთხე არ ექმნება.

განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ იმ მიკროავტობუსის მძღოლები, რომელთაც გაზზე ავტომობილები ჯერ არ გადაუყვანიათ და უპირატესობას, როგორც მგზავრთა უსაფრთხოების, ასევე ავტომობილის მუშაობის ხარისხის კუთხით, ორიგინალი ძრავის შენარჩუნებას და დიზელის საწვავის მოხმარებას ანიჭებენ.

ავტომობილის აფეთქების შემთხვევები, რომელშიც გაზი იყო დამონტაჟებული, "კურიერის" არქივშიც ინახება. სამივე შემთხვევა გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და სრულ პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებენ. მათი განცხადებით, სამგზავრო მიკროავტობუსებზე გაზის ბალონი კუსტარულად, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით არის განთავსებული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ თბილისის მერიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ ბუნებრივი გაზის ბალონის დამონტაჟება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოხდა. 

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ირაკლი შეწირული.

ამავე თემაზე
დღის ამბები