03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
სკოლის მოსწავლეები ომში – პანკისის ხეობის მაცხოვრებლები შვილების სირიაში წაყვანის ფაქტებზე ჰყვებიან

პანკისის ხეობაში მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ მათი შვილები, მე–10-ე და მე–11-ე კლასელები, სირიაში საომრად წაიყვანეს. პანკისელები ეჭვობენ, რომ ბავშვების საბრძოლველად მომზადებას და ქვეყნიდან გაყვანას გარკვეული ჯგუფები უკეთებენ ორგანიზებას, რადგან სკოლის მოსწავლეები საზღვარს დამოუკიდებლად ვერ გადაკვეთდნენ.

მეათეკლასელი მუსლიმ კუშტანაშვილის ძებნა სკოლის დირექტორმა დაიწყო, ოჯახში მისულს კი მშობლებმა ბავშვის გაუჩინარება დაუდასტურეს. მშობლებისთვის უცნობი იყო, რომ არასრულწლოვანი წასვლას გეგმავდა.

რამზან ბაღაკაშვილის ოჯახშიც არავინ იცოდა, რომ მოზარდი სირიაში წასვლისთვის ემზადებოდა. მათთვის უცნობია, ვინ დგას ახალგაზრდების ამ გადაწყვეტილების უკან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდება საქართველოს საზღვარი საჰაერო გზით დატოვეს. უწყებაში აცხადებენ, რომ თურქ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან და მიმდინარეობს მოზარდების ადგილსამყოფელის დადგენა.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვვილი.

დღის ამბები